12:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ჩინეთის კომერციის მინისტრი: სულ მალე ჩინელი ხალხი კიდევ უფრო მოსახერხებელი გზებით დააგემოვნებს ცნობილ ქართულ ღვინოს
ქუმსიშვილი: საქართველომ ტრანსპორტის სფეროში მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია

„ქართული დროშის ქვეშ მცურავ გემებს შეეძლება, აწარმოოს გადაზიდვები ზედმეტი გადასახადისა და ტარიფის გარეშე ჩინეთის პორტებში“, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფიგზე გნაცხადა, რომელიც საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ გაიმართა.

დავით სერგეენკო: ანაკლიის პორტის პროექტი კერძო-სახელმწიფო პარტნიორობის ბრწყინვალე მოდელი იქნება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

საქართველო ჩინეთში ტურისტული მომსახურების სააგენტოების გახსნას შეძლებს

“საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც ჩინეთში ტურისტული მომსახურების სააგენტოების გახსნა და ჩინელი მოქალაქეებისთვის საქართველოში ტურების განხორციელება შეეძლება”, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ანაკლიის პორტის პროექტში დასაქმებისათვის მოსახლეობის შრომითი რესურსის აღრიცხვა იწყება

შრომის, ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ  ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის  დასაქმებასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართეს.

ქართული პროდუქციის დაახლოებით 94% ჩინეთში საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლდება

“ორივე მთავრობის მიერ განხორციელებული ეფექტური სამუშაოს შედეგად, ჩვენ შევძელით და უმოკლეს დროში, 7 თვეში, დავასრულეთ მოლაპარაკებები ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე”, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გაო ხუჩენი: ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთი ძალიან დიდ მიღწევად მიიჩნევს

„საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ჩინეთისთვის ევრაზიის რეგიონში პირველია”, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე.

ჩინეთის კომერციის მინისტრი: საქართველოში ძალიან კარგი საინვესტიციო გარემოა

„საქართველო ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. საქართველოს ძალიან ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა გააჩნია. აქ ძალიან კარგი საინვესტიციო გარემოა“, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრმა გაო ხუჩენმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აუქციონზე 33 000 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე  33 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
ჩინეთთან აგრარული მიმართულებით თანამშრომლობა ღრმავდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ჩინური მხარის მოწვევით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სინძიანის პროვინციაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.

სავალუტო ფონდი: საქართველოს ეკონომიკა 2016 წელს 3,4%-ით გაიზრდება, 2017 წელს კი- 5,2%-ით
დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის კომერციის მინისტრს გაო ხუჩენის შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრს გაო ხუჩენის შეხვდა.

ნოდარ ხადური აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილეს შეხვდა
საბაჟო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
1 დოლარი 2.3341 ლარი ღირს

ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით ისევ გაუფასურდა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics