2016-12-21 16:43:06, 2513 ნახვა
ეკონომიკა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.7846 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.7831 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.8938 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.8902 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან