|
2016-12-21 12:52:31, 2211 ნახვა
ეკონომიკა
საოჯახო ბიზნესით დაწყებული წარმატება
იმ დროს, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გამო ნებისმიერი სახის ბიზნესის დაწყება დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, ახლო ნათესავებმა საარსებო შემოსავლის წყაროდ სურსათის მაღაზია „ბაია“ დააარსეს. 20 წლის წინ მაღაზიის ყოველდღიური მომარაგება, ასორტიმენტის შერჩევა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა გია არსენიძის, ზურაბ არსენიძისა და ელგუჯა გელაშვილის ყოველდღიურ საქმიანობად იქცა. ზუსტად ორ წელიწადში მაღაზია „ბაიას“ მოჰყვა იმავე ტიპის კიდევ რამდენიმე მაღაზია. წარმატებულმა მცირე ბიზნესმა სხვა ბიზნესმენების დაინტერესებაც გამოიწვია და გაიზარდა დამფუძნებლების რიცხვიც, შესაბამისად - მაღაზიების რაოდენობაც. იმ დროისათვის მაღაზიების ქსელის მფლობელებმა აუქციონზე რამდენიმეწლიანი სტაჟის მქონე რესტორანი „ზღაპარი“ შეიძინეს. იმის გამო, რომ სასურსათო მაღაზიების ბიზნესი დამფუძნებლებს სარესტორნო ბიზნესთან შედარებით უფრო პერსპექტიულად ესახებოდათ, ერთობლივი გადაწყვეტილებით, სახელწოდება „ზღაპარი“ რესტორნის ნაცვლად, მაღაზიების ქსელს დაერქვა და შემდგომი გაფართოებაც სწორედ ამ სახელწოდების ქვეშ გაგრძელდა. ჩვენი რესპოდენტი, სუპერმარკეტების ქსელის ერთ-ერთი დამფუძნებელი - გია არსენიძე, ბიზნესის წარმატების უმთავრეს მიზეზად, დამფუძნებლებს შორის სრულ ურთიერთგაგებას, პატივისცემასა და საქმისადმი საერთო პასუხისმგებლობით მიდგომას ასახელებს. „ჩვენ ნებისმიერ წვრილმან თუ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ. საბედნიეროდ, ყველა საკითხზე მარტივად ვთანხმდებით და საერთო ხედვა და ღირებულებები გვაქვს.“ ასევე ერთსულოვნად შეთანხმდნენ, რომ ყველა ფართი, რომელსაც ყოველი ახალი ობიექტისთვის გამოიყენებდნენ, მათი საკუთრება უნდა გამხდარიყო. „ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ვაჭრობა. უძრავი ქონების შეძენით ჩვენ ვზრდით ინვესტიციას, რაც ჩვენთვის და ჩვენი მომხმარებლებისთვის დამატებითი სტაბილურობის გარანტია.“ სწორედ დამატებითი ფართის შესაძენად და ქსელისთვის კიდევ რამდენიმე სუპერმარკეტის დასამატებლად, 2 წლის წინ დამფუძნებლები ტერაბანკს ეწვივნენ. „ბევრ ბანკთან გვქონდა ურთიერთობა, მაგრამ პირობები დროთა განმავლობაში გვიუარესდებოდა და სტაბილურობის შეგრძნებას ვკარგავდით. ტერაბანკში ორი წლის წინ მივედით და საუკეთესო პირობა სწორედ მათგან მივიღეთ. ყველა სხვა ბანკის სესხი ტერაბანკის დახმარებით გადავფარეთ და დამატებით ორი ობიექტის შესაძენად სესხი ავიღეთ.“ სუპერმარკეტების ქსელი „ზღაპარი“ უკვე ორი წელია, ტერაბანკის კლიენტია და აქტიურად სარგებლობს SME პირადი ბანკირის და ახლად შექმნილი ბიზნესჰაბის მოსმახურებით.
(R)
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)