04:39 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 13:03:46, 2310 ნახვა

ეკონომიკა
პაშა ბანკმა პარტნიორების სახელით 2017 ძირი ქართული ფიჭვის ნერგი დარგო

პაშა ბანკმა ამჯერადასაც გამორჩეულად მიულოცა საახალწლო დღესასწაული პარტნიორებს და მათი სახელით 2017 ძირი ქართული ფიჭვის ნერგი დარგო. აღნიშნული ნერგები ბორჯომის მახლობლად 2008 წლის აგვისტოში დამწვარი 260 ჰექტარი ტყის აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში დაირგო.

“ჩვენი პარტნიორებისთვის გამართულ წინასაახალწლო მიღებაზე, განვაცხადეთ, რომ 2017 წელს განსაკუთრებულ ყურადღებას “მწვანე” პროექტებს დავუთმობთ. მომავალი წლისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გარემოსთვის სასარგებლო არაერთ აქტივობას ვგეგმავთ. ამ ეტაპზე, სიხარულით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ პარტნიორებისთვის 2,000 სახელობითი ხე დავრგეთ, რასაც სიმბოლურად კიდევ 17 დავუმატეთ. მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და გისურვოთ ბედნიერი, მშვიდობიანი და ჯანმრთელი ახალი 2017 წელი,” - განაცხადა პაშა ბანკის გენერალურმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, შაჰინ მამმადოვმა.

“იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პარტნიორები საახალწლო საჩუქრით კმაყოფილი დარჩებიან. ამ პროექტის შედეგად,  თითოეულ მათგანს  აქვს მონაწილეობა მიღებული ულამაზესი ტყის რეაბილიტაციაში.  პროექტის განხორციელებაში დაგვეხმარა კომპანია “Treepex”, რომელიც აქტიურად მუშაობს “მწვანე” პროექტების მიმართულებით და ბევრი უკვე იყენებს მათ სპეციალურ აპლიკაციას ხეების დასარგავად, ” - თქვა პაშა ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსმა, ანანო ქორქიამ.

შარშან პაშა ბანკმა პარტნიორებს საახალწლოდ რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატის ხელმოწერილი ასლები აჩუქა. ნახატის დედანი კი საქველმოქმედო ფონდ “პირველ ნაბიჯ საქართველოს” გადაეცა. 

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics