|
2016-12-21 16:57:05, 2408 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გიორგი შაგიძე: ემოციური ფაქტორების გამო, ლარი არის ზედმეტად გაუფასურებული
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი შაგიძის განცხადებით, საქართველოში ლარი ზედმეტად გაუფასურებულია. მისივე განმარტებით, გასული წლის შემდეგ ქვეყანაში ფუნდამენტური ფაქტორები გაუმჯობესდა. „ლარის კურსი ზედმეტად გაუფასურებულია. ამაზე მეტყველებს ფუნდამეტური ფაქტორები როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარე სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების კურსები. ფუნდამენტურ ფაქტორებს თუ შევხედავთ ყველა ფაქტორი- ექსპორტი, ფულადი გზავნილები გაუმჯობესებულია შარშანდელი წლიდან. რაც შეეხება გარე ფაქტორს, აქაც თითქმის ყველა ვალუტა დასტაბილურებულია. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ლარი ზედმეტად გაუფასაურებულია“, - განაცხადა შაგიძემ. მისივე თქმით, რეფინანსირების სესხები კურსზე გავლენას არ ახდენს. „მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დამოკიდებულია ინფლაციაზე და ინფლაცია იყო ძალიან დაბალი წინა თვეში, შესაბამიად როგორიც იქნება ინფლაციის პროგნოზი ისე მოიქცევა ეროვნული ბანკი მომავალში. ჩვენი აზრით ნამდვილად არ მოქმედებს რეფინანსირების სესხები კურსზე. როგორც აღვნიშნეთ ფუნდამენტური ფაქტორები ქვეყანაში გაუმჯობესებულია“,-აღნიშნა გიორგი შაგიძემ და დასძინა, რომ მთავრობის მიერ გამოცხადებული ლარიზაციის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია. მისივე შეფასებით, თუკი ლარიზაციის გეგემა ეფექტურად განხორციელდება ის შედეგს მოიტანს. „თუ წარმოვიდგენთ, რომ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც სესხი ლარში აქვთ იქნება ნაკლები, შესაბამისად ლარის კურსის რყევა არ გამოიწვევს მათთვის ასეთ მძიმე გადასხადებთან დაკავშირებულ პრობელემებს და ლარის ლარიზაციის პროგრამა შედეგს მოიტანს“, - განაცხადა გიორგი შაგიძემ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)