04:38 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 18:16:18, 1978 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში ექსპორტის სფეროში არსებული ტენდენციები განიხილეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სამუშაო თათბირზე ექსპორტის მიმართულებით არსებული მდგომარეობა და ტენდენციები განიხილეს, რომელსაც სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2016 წლის სექტემბრიდან ფიქსირდება ქართული ექსპორტის ზრდა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, ნომინალურ გამოხატულებაში სექტემბერში ზრდამ 8%, ოქტომბერში 0.8%, ხოლო ნოემბერში 16.8% შეადგინა. 

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის 11 თვეში ექსპორტი შემცირდა 5%-ით, ნათელია, რომ წლის დასაწყისიდან ექსპორტზე მოქმედი ნეგატიური საგარეო ფაქტორების გავლენა ეტაპობრივად მცირდება და ექსპორტის შემცირების ტენდენცია სუსტდება.

ამავე დროს, ადგილი აქვს საექსპორტო ბაზრებისა და პროდუქტების ეტაპობრივ დივესრიფიკაციას.
ექსპორტის ხელშეწყობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ბოლო თვეებში არსებული დადებითი ტენდენდენციები მომავალშიც უნდა იყოს შენარჩუნებული, რისთვისაც უწყება აქტიურად მუშაობს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ აღნიშნა - „ჩვენი პროდუქციის ექსპორტი ნელ-ნელა უბრუნდება თავის ნიშნულს და ამ კუთხით ეს მნიშვნელოვანია. ასევე გამოვყოფდი სუფთა, წმინდა ექსპორტს, რომელიც ზრდადი ტენდენციითაც კი ხასიათდება უკვე ნოემბრის თვეში. ასევე მნიშვნელოვანია ბოლო 3 თვის ტენდენცია, სადაც ექსპორტი ზოგადად იმატებს. თვე თვესთან რომ შევადაროთ, იგივე ნოემბრის თვეში წინა წლის ნოემბერთან შედარებით ექსპორტი 17 % - ით არის გაზრდილი, რაც მნიშვნელოვანია და ნიშნავს, რომ ჩვენი ექსპორტი ნელ-ნელა იზრდება. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ექსპორტი ნელ-ნელა გავიდა სხვადასხვა ბაზრებზე, რომლებზეც წინა წლებში არ გადიოდა. ეს ნიშნავს, რომ  ჩვენი ექსპორტი და ექსპორტიორები თანდათან ახდენენ ბაზრების და პროდუქტების დივერსიფიკაციას სხვადასხვა ბაზრებზე“.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics