2016-12-21 09:28:45, 2142 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.7831 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.7831 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.7412 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0419 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.8902 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.8615 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0287 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან