04:39 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 14:14:10, 2129 ნახვა

პოლიტიკა ეკონომიკა
დავით თარხან-მოურავი მთავრობას მიმართავს, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად სპეციალური კომისია შექმნას

„ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი მთავრობას მიმართავს, ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად სპეციალური სახელმწიფო კომისია შექმნას, რომელიც მაქსიმუმ, ერთ თვეში დადებს ეფექტურ გეგმას.

როგორც დავით თარხან-მოურავმა "პატრიოტთა ალიანსის" ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის დროს განაცხადა, ეკონომიკური ვარდნა მომავალ წელს დაახლოებით 8% იქნება, რაც ნიშნავს იმას, რომ "ადამიანებისთვის ცხოვრება ძალიან გაძვირდება და გაჭირდება".

" ბრუნვაში ლართან ერთად თანასწორად შემოტანილი უნდა იყოს დოლარი და ევრო. ამ სამ ვალუტაში უნდა განხორციელდეს ვაჭრობა როგორც ჩვეულებრივ მაღაზიებში, ასევე ყველა მიმართულებით. მსგავსი პრაქტიკა აქვს სხვადასხვა ქვეყანას და მათ შორის მეზობელ თურქეთს. 2. საბანკო განაკვეთები სერიოზულად უნდა შემცირდეს და ის არ უნდა იყოს 4%-ზე მეტი. 3 სახელმწიფო სტრუქტურებში ხელფასები უნდა იყოს 10-15% ნაკლები ვიდრე კომერციულ ორგანიზაციებში. 4 უნდა შემცირდეს საჯარო სამსახურებში დასაქმებული 50 ათასამდე შტატი გარდა თავდაცვის სფეროში არსებული შტატებისა. 5 წვრილ და საშუალო ბიზნესს უნდა დაუდგინდეს ფიქსირებული გასახადი. ფინანსური ამნისტიის გამოცხადებაა აუცილებელი რათა ეკონომიკას მიეცეს ბიძგი. აქციზის გადასახადის გაზრდა არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში იმიტომ, რომ ეს დაარტყამს რიგითი ადამიანების ჯიბეს. 6 საგარეო ვალის მომსახურება უნდა შეჩერდეს დროებით უახლოესი 4-5 წლით", - აღნიშნა დავით თარხან-მოურავმა.

თარხან-მოურავმა დასძინა, რომ იმ  შემთხვევაში, თუ მთავრობა არ იმუშავებს ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური კრიზისიდან გამოსაყვანად, მოხდება "ეკონომიკური ვარდნა" და "სოციალური აფეთქება", რაც პოლიტიკურ პროცესებში გადაიზრდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics