2016-12-22 08:45:59, 2298 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი დღეს 2.7846 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.7846 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.7831 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.8938 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.8902 ლარი იყო. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან