06:30 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 19:29:41, 2078 ნახვა

ეკონომიკა
ლევან რაზმაძემ ბიზნესმენებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ ბიზნესმენებთან წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ლევან რაზმაძემ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრას მცირე და საშუალო საწარმოთა, ბიზნესგაერთიანებათა და ასოციაციების წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ლევან რაზმაძის განცხადებით, სააგენტოს მიერ განხორციელებული  ყველა ცვლილება ბიზნესის საკეთილდღეოდ გატარდა. მისივე თქმით, ამოქმედდა სამი ახალი პლატფორმა, სატესტო რეჟიმში გაეშვა ელექტრონული სატენდერო დოკუმენტაციის შევსების ახალი ფორმა, რათა ნაკლები შეცდომები იყოს, როგორ შემსყიდველების, ასევე მიმწოდებლების მხრიდან. სააგენტოს ასევე დაგეგმილი აქვს გარკვეული ცვლილებების განხორციელება, რათა დავების საბჭოში გასაჩირების პროცედურა უფრო მოქნილი გახდეს.  დღევანდელი შეხვედრის მიზანია დაგეგმონ, მომავალ წელს ბიზნესმენებთან როგორ სამუშაო ფორმატში გაგრძელდება ურთიერთობა“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ. 

დღევანდელ შეხვედრაზე ბიზნესმენებს მთავრობის რეფორმების ახალი ოთხპუნქტიანი გეგმის გარეშემო მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა ილია ბეგიაშვილმა გააცნო. 
მისი თქმით, სახელმწიფო შესყიდვები რეფორმების ქვაკუთხედია, ვინაიდან სახელმწიფო საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს სახელმწიფო შესყიდვებში. „ბუნებრივია, ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ეს თანხები მიზანმიმართულად, ტრანსფარენტულად აღწევს ყველა იმ ინდივიდამდე, ვიზეც არის გათვლილი. ხელს უწყობს ბიზნესის შემდგომ სტიმულირებას, განვითარებას, დამატებითი სამუშაო ადგილებში შექმნას, მთლიანად ეკონომიკის მდგრადობას“, - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

წელს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე სხვადასხვა დარგის ბიზნესმენებს თვეში ორჯერ ხვდებოდა და სააგენტოში არსებულ სიახლეებს აცნობდა, მათ მოსაზრებებეს და შენიშვნებს კი სააგენტო ითვალისწინებდა. სააგენტოში მიმდინარე წელს სხვადასხვა სფეროს მიმწოდებლებთან სულ 16 შეხვედრა ჩატარდა. ბიზნესმენებთან შეხვედრები მომავალ წელსაც გაგრძელდება. ასევე შეიქმნება საკონსულტაციო საბჭო, რომლის წევრებიც იქნებიან კონკრეტული დარგების სპეციალისტები. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics