17:58 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე ინფექციური საავადმყოფოს აშენება იგეგმება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობა მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე აშენდება.

მდინარაძე: შეხვედრაზე ბევრმა გამოთქვა აზრი, რომ პრეზიდენტი 2018 წელს არაპირდაპირი წესით უნდა იქნას არჩეული

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდში პრეზიდენტის არჩევის წესი განხილვის საგანი კიდევ ერთხელ იქნება. 

ხოშტარია სოფო კილაძეზე: ნაცვლად იმისა, რომ მთავრობას ჟურნალისტის საქმეზე პასუხი მოსთხოვოს, ამ ყველაფერს შოუს ეძახის

,,დღეს ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე ნაცვლად იმისა, რომ გვერდში ედგას ამ პროტესტს და მთავრობას მოსთხოვოს პასუხი გატაცებული ჟურნალისტის საქმეზე, ამ ყველაფერს შოუს ეძახის და უპირისპირდება ადამიანებს, რომლებმაც დღეს დაიცვეს თავისი ქვეყნის ინტერესები’’, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

კონგოში ტყვედ აყვანილი მფრინავის ძმა: გავრცელებული ვიდეო ორი თვის წინ მაქვს ნანახი (ვიდეო)

კონგოში ამბოხებულების ტყვეობაში მყოფი ქართველი მფრინავის ძმის გიორგი ოსურაულის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც მფრინავი ოჯახის წევრებს მიმართავს, მან ორი თვის წინ ნახა.

ჟურნალისტები იან კელის შეხვდნენ - აშშ-ს საელჩო და სახელმწიფო დეპარტამენტი აფგან მუხთარლის საქმეს ყურადღებით აკვირდებიან

ჟურნალისტების განცხადებით, რომლებიც ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერტებული შტატების ელჩს იან კელის შეხვდნენ, საელჩო და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან. 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთის შეძენა ნებისმიერი ბარათით იქნება შესაძლებელი

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის უნივერსალური სისტემა დაინერგება.

პრემიერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე: ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების მონაწილეობა ამ ინციდენტში გამორიცხულია
ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან ხშირად კეთდება არასერიოზული განცხადებები

"პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან ხშირად კეთდება სამწუხაროდ არასერიოზული და დესტრუქციული განცხადებები, რომელიც ნამდვილად ხელს უშლის კონსენსუსის ჩამოყალიბებას საკონსტიტუციო ცვლილებების გარშემო", – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა

ძაბირაძე: საგამოძიებო სამსახურში ცვლილებები შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თორდია-ფარცახალაძის საქმის გამოძახილია

ექსპერტის პოლიტიკის საკითხებში, ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე საკადრო ცვლილებები  შესაძლოა, ყოფილ მთავარ პროკურორსა და გენერალურ აუდიტორს შორის მომხდარ ინცინდენტს უკავშირდებოდეს.

ნადირაშვილი: ბადაშვილი გადაჰყავთ მთავარ პროკურატურაში, სადაც ჯერჯერობით ფარცხალაძის გავლენები შენარჩუნებულია

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, გიორგი ბადაშვილის გადაყვანა მთავარ პროკურატურაში ეს ნიშნავს, რომ ფარცხალაძეს ბიძინა ნამდვილად გაუწყრა და მას მოუწევს პოზიციების ნელ-ნელა დათმობა.

აბაშიშვილი: საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის სულისკვეთება გიორგი მარგველაშვილზე ანგარიშსწორება იყო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი მიესალმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის დასკვნამდე არ განიხილავს საკონსტიტუციო ცვლილებებს.

ეკა ბესელიას ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილი საქმიანობას ძალოვან სისტემაში გააგრძელებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი საქმიანობას ძალოვან სისტემაში გააგრძელებს. 

მუსტაფაევა: თუ საქართველოს ხელისუფლებას დახმარება უნდა, მოქალაქეობა მე კი არა, ჩემს ქმარს უნდა შესთავაზოს

თუ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი ოჯახის დახმარება უნდა, მოქალაქეობა მე კი არა, ჩემს ქმარს უნდა შესთავაზოს, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ევროპული საქართველო“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით მღებრიშვილს და გომერაულს პარლამენტში იბარებს

"ევროპული საქართველო" აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს  პარლამენტში მისვლისკენ მოუწოდებს და ჩანაწერების გასაჯაროებას  მოითხოვს.

დავით ნარმანია: თუ კალაძის კანდიდატურა დასახელდება, მას ექნება ჩემგან სრული მხარდაჭერა

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, თუ კახი კალაძის კანდიდატურა დასახელდება, მინისტრი მისგან მხარდაჭერას მიიღებს.

აფგან მუხთარლის ადვოკატმა პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით წერილობით მიმართა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ქართველმა ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილი პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით წერილობით მიმართა. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics