16:21 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
იან კელი: ქართველი თანამდებობის პირები დაგვპირდნენ, რომ აფგან მუხთარლის საქმეს სრულყოფილად გამოიძიებენ

ქართველი თანამდებობის პირები დაგვპირდნენ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის საქმეს დეტალურად და სრულყოფილად გამოიძიებენ, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა. 

ალექსანდრე ჯეჯელავა უარყოფს, რომ მაკო ბიგვავა სამსახურიდან მასთან უთანხმოების გამო გათავისუფლდა

განათლების და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ უარყო ინოფმრაცია, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი მაკო ბიგვავა სამსახურიდან მასთან უთანხმოების გამო გამთავისუფლდა.

მეუფე იაკობი მედიას: ნიჭიერად გვიტევთ ხოლმე ეკლესიას - რაც თქვენი საქმე არ არის, ნუ ჩაერევით

 „ძალიან ნიჭიერები ხართ ყველანი, ვინც ხართ,  ნიჭიერად გვიტევთ ხოლმე ეკლესიას- რაც თქვენი საქმე არ არის, მოდით ნუ ჩაერევით, თორემ იცით სინამდვილეში რა ხდება“,-ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ბოდბეში, ნინოობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.

სუბარი: თბილისის ცენტრში თუკი ნიღბიანი ხალხი ადამიანს იტაცებს, შეუძლებელია, არ გვყავდეს მოწმეები

„იმის თქმა, რომ აფგან მუხთარლი იდევნებოდა, რაღაცას იკვლევდა ან არ იკვლევდა, ცოტა გამიჭირდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა “TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

აბაშიძე: გაერო-ში საქართველოს რეზოლუციების მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, დევნილებისა და ლტოლვილების უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა და ქვეყანა ამას უმაღლეს დონეზე აკეთებს

გიორგი მარგველაშვილი: ხელისუფლება კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმშია, რათა სახელმწიფოს იმიჯი გამოსწორდეს

საქართველოს პრეზიდენტი მხარდაჭერას უცხადებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და აცხადებს, რომ ამ სახელმწიფო ინსტიტუტის ფუნქციონირება ქვეყნის დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირების ერთერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.

დუმის ყოფილი დეპუტატი: მე ვიყავი მოწმე საუბრისა, თუ როგორ ნადირობდნენ მიხეილ სააკაშვილზე

რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, მარია მაკსაკოვას განცხადებით, რუსეთში კრიმინალი სპეცსამსახურებთან არის კავშირში.

პრეზიდენტი აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე: კოპერფილდს ვკითხოთ თუ ვადაჭკორიას „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში როგორ გაჩნდა ადამიანი?

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაქრობასთან დაკავშირებული განმარტებები მისთვის გაუგებარია.

პრეზიდენტი თორდია-ფარცხალაძის საქმეზე: მოხდება რაღაც პრობლემური, შემდეგ კი, ხდება ამ პრობლემის „ჩაფარცხვა“

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ხშირად ხდება ისე, რომ გარკვეული პრობლემური საკითხი საბოლოოდ „იფუთება“ და ხდება ამ პრობლემის „ჩაფარცხვა“.

ოთარ კახიძე პარლამენტში ვახტანგ გამოელაურისა და გიორგი მღებრიშვილის მისვლას ითხოვს

ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით, პარლამენტში, უმცირესობის ფორმატში სუს-ის ხელმძღვანელის ვახტანგ გამოელაურისა და შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის მისვლას ითხოვს.

ალეკო ელისაშვილი: ქართულმა მხარემ „დასაკლავი კრავივით“ გადასცა ჟურნალისტი აზერბაიჯანს

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ერთმნიშვნელოვანია, რომ ქართული სპეცსამსახურები დაეხმარნენ აზერბაიჯანულ მხარეს ადამიანის გატაცებაში და "დასაკლავი კრავივით გადასცეს ეს ადამიანი საწამებლად“.

პუტინი: „პატრიოტი ჰაკერები“, შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარეულიყვნენ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „პატრიოტი ჰაკერები“, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარეულიყვნენ.

ედიშერ ქარჩავა: საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ

საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ, - მხოლოდ ამ მცირე კომენტარით გამოეხმაურა საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა საპატრიარქოს გუშინდელ განცხადებას.

თარგამაძე: პრემიერ–მინისტრი აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებული ოპერაციის საქმის კურსში იყო

თარგამაძე: პრემიერ–მინისტრი აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებული ოპერაციის საქმის კურსში იყო

ედიშერ ქარჩავა: დღეს არ ვიძლევი კომენტარს, ნინოობაა ჩვენთვის, ვისვენებთ

საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა საქართველოს საპატრიარქოს  განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს ხვალ 11:00 საათზე, საპატრიარქოს შენობასთან გააკეთებს.

ზურაბ ალავიძე: ყველა ქალაქი კვლავინდებურად ქალაქის სტატუსით ისარგებლებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა  ზურაბ ალავიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებათა პირველ პაკეტზე ისაუბრა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics