00:34 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 12:46:58, 2048 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მათიკაშვილი: პოლიცია დღეს ფეხზე მყარად დგას, შსს-ში ცვლილებების საჭიროებას ვერ ვხედავთ

„პოლიცია დგას თავის ფეხზე მყარად და ვერ ვხედავთ ვერანაირ საჭიროებას, ხელმძღვანელობის კუთხით რაიმე ცვლილება შევიდეს შსს-ს სტრუქტურაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე შს მინისტრის შესაძლო გადადგომის საჭიროებას ეხებოდა.

„ჩვენ არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში კონკრეტული პროცედურული საკითხები, რომელზეც შესაძლებელია კითხვის ნიშნები არსებობდეს. კონკრეტულ ქეისებთან მიმართებაში არ უნდა აგვერიოს მნიშვნელოვანი საკითხები, რასაც ამ უწყების ფუნქციონირება ჰქვია“, - აღნიშნა მათიკაშვილმა და დასძინა, რომ უწყება გამართულად ფუნქციონირებს, რაზეც სამართალდარღვევის არაერთი ფაქტის ეფექტურად აღკვეთა მიუთითებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics