|
2017-06-13 11:20:31, 2273 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ხულორდავა: ლიტვის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი ძალიან კარგი დოკუმენტი მიიღო
პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას განცხადებით, ლიტვის საგარეო ურთიერთობათა და ევროპის საქმეთა კომიტეტებმა საქართველოს მხარდამჭერი ძალიან კარგი დოკუმენტი მიიღეს. როგორც ხულორდავამ აღნიშნა, საქართველო ამ დოკუმენტის ფარგლებში ლიტვასთან მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს. "ლიტვა არის საქართველოს ძალიან მჭიდრო პარტნიორი, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძალიან აქტიური მხარდამჭერია ლიტვა. სულ ახლახან ლიტვის პარლამენტმა, კერძოდ საგარეო ურთიერთობათა და ევროპის საქმეთა კომიტეტებმა მიიღეს საქართველოს მხარდამჭერი ძალიან კარგი დოკუმენტი და ჩვენ ამ დოკუმენტის ფარგლებში გავაგრძელებთ ლიტვასთან მჭიდრო თანამშრომლობას",-განაცხადა ხულორდავამ. ამ წუთებში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი პარლამენტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს ხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)