|
2017-06-13 22:14:52, 2088 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე 13 ივნისს მომხდარ სტიქიას ეხმაურება: ყველას გვახსოვს თითოეული მსხვერპლის ისტორია
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 2015 წლის 13 ივნისს მომხდარ სტიქიას ეხმაურება და საკუთარ Facebook-ზე განცხადებას ავრცელებს. „ორი წელი გავიდა იმ საშინელი ღამიდან. ყველას გვახსოვს თითოეული მსხვერპლის ისტორია. სტუდენტი გოგონები, დაკარგული ბიჭები, მამაკაცები და ქალბატონები, მოხუცები თუ ახალგაზრდები… ტრაგიკული ბედის მქონე ზოოპარკის თანამშრომელი ქალბატონი, მეორე დღეს ვეფხვის მსხვერპლი მამაკაცი… და გმირი მაშველი ზურაბ მურაზაშვილი!… გვახსოვს რა ხდებოდა ცხოველების თავშესაფარსა და ზოოპარკში, ეს ყველაფერი თითქოს ფილმში თუ კოშმარულ სიზმარში ნანახს ჰგავდა, იმდენად წარმოუდგენელი იყო, ასე პირისპირ დაჯახება სტიქიასთან რეალობაში. ტრაგედიითა და მსხვერპლით თავზარდაცემული თბილისი მზიურის მოხალისეებმა გამოიყვანეს შოკიდან. ეს იყო საოცარი ერთობის, სამოქალაქო შეგნების, ადამიანობის დემონსტრირება. ჩვენ, ვინც წლებია მრავალ უბედურებასთან ვიდექით პირისპირ, თითქმის ჩვევაში რომ გადაგვივიდა ეგოიზმი, გაუტანლობა ან ნიჰილიზმი საერთო საქმის მიმართ, უცებ აღმოვჩნდით ახალ რეალობაში. დაკარგულს ვერაფერი აგვინაზღაურებს, სიცოცხლეს ვერავის დავუბრუნებთ, მაგრამ იმედი, რომ ჩვენს გვერდზე დიდი, თავდადებული ადამიანები არიან, გვიმსუბუქებს ტკივილს. ხსოვნა იყოს ყველა დაღუპულის. მადლიერება ყველას, ვინც სტიქიასა და მის შედეგებს შეებრძოლა“, - წერს კახა კალაძე.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)