|
2017-06-13 16:28:46, 2145 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო: ჩვენს მონიტორინგს პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასების მატება არ დაუფიქსირებია
„ჩვენთვის უცნობია პირველადი მოხმარების წამლებზე ფასებმა თუ მოიმატა, ჩვენს მონოტორინგს ეს არ დაუფიქსირებია“,-ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა დათქმულ ვადებში დაიწყება. „ჩვენთვის უცნობია პირველადი მოხმარების წამლებზე თუ მოიმატა ფასებმა, ჩვენს მონიტორინგს ეს არ დაუფიქსირებია. თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ პირველადი მოხმარების კერძოდ ამ შემთხვევაში ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე უზრუნველყოფა დაიწყება დათქმულ ვადებში. პროცესების ფინალიზაცია მიდის და ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ რიცხვებში უკვე პირველი პაციენტები მიიღებენ”, - განაცხადა სერგეენკომ. ჟურნალისტის შეკითხვაზე „აკონტროლებს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებში პირველადი მოხმარების წამლებზე ფასებს?“ მინისტრმა განაცხადა, რომ ფასებს ჯანდაცვის სამინისტრო და ზოგადად სახელმწიფო არ აკონტროლებს. ”ეს არის თავისუფალი ბაზრის პრინციპით მოქმედი 100%-ით კერძო ინდუსტრია”, - აღნიშნა სერგეენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)