პრემიერი უცხოელებზე მიწის გასხვისების აკრძალვაზე: ეს ჩანაწერი ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობის მოთხოვნას ეხმიანება
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსზე, საკუთრების უფლება შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანებას, სახელმწიფოს და თვითმმართველ ერთეულს“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, სწორედ ასეთი ფორმულირება ექნება კონსტიტუციაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების აკრძალვას.