00:35 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-13 12:48:15, 1929 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მათიკაშვილი Birja Mafia-ზე: თუ სადმე ნარკოტიკის ჩადება დღეს კიდევ ხდება, უმკაცრესად უნდა იყოს დასჯილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, სანამ Birja Mafia-ს წევრების სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, არავის შეუძლია თქმა, ჩაუდეს თუ არა მათ ნარკოტიკული საშუალება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქ საუბარია იმაზე, რომ ნარკოტიკული საშუალება რომც აღმოჩენოდათ, იყო თუ არა მათთვის პატიმრობის გამოყენება აუცილებელი.

დეპუტატის შეფასებით, საგამოძიებო მოქმედებები მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა განხორციელდეს.

„სანამ ამ სისხლის სამართლის საქმეზე არ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, ის რომ ამ მუსიკოსებს ჩაუდეს თუ არა ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება, არავინ იცის. შეიძლება ჩაუდეს, შეიძლება არ ჩაუდეს და სრულიად სამართლიანად მოხდა მათი დაკავება. ეს არავინ იცის. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება ჯიბეშიც რომ ჰქონოდათ, იყო აუცილებელი მათთვის პატიმრობის გამოყენება ? მაქსიმალურად გამჭვირვალედ უნდა განხორციელდეს საგამოძიებო მოქმედებები, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ არ არსებობს კითხვის ნიშნები. თუკი სადმე ასეთი რამ დღეს კიდევ ხდება, ჩადებას ვგულისხმობ, უნდა იყოს უმკაცრესად დასჯილი“ , - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ Birja Mafia-ს წევრები გუშინ გაათავისუფლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics