|
2017-06-13 13:59:55, 1866 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო Birja Mafia-ს წევრებზე: არ მჯერა, რომ მათ რაიმე „ჩაუდეს“
„არ ვფიქრობ, არ ვთვლი და არ მჯერა რომ მათ რაიმე ჩაუდეს“, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს Birja Mafia-ს წევრებთან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ განუცხადა. ამასთან, მინისტრი გამორიცხავს, რომ პროკურატურაზე რაიმე განცხადებას ზეგავლენა მოეხდინა. "მე არ ვფიქრობ, არ ვთვლი და არ მჯერა რომ მათ რაიმე ჩაუდეს. მე არ ვფიქრობ, რომ პროკურატურაზე შეიძლებოდა ზეგავლენა რაიმე განცხადებას მოეხდინა. პროკურატურას აქვს თავისი ძალიან ცალსახად განსაზღვრული მოქმედების პროტოკოლი, ასე რომ გამოძიებამ და სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო. ჩემი პირადი აზრია, რომ მე ნაკლებად უნდა ჩავერიო მათი მუშაობის პროტოკოლში", - განაცხადა დავით სერგეენკომ. ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ Birja Mafia-ს წევრები გუშინ გაათავისუფლა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)