გაერომ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების შესახებ რეზოლუციას მხარი დაუჭირა
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 70-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან/საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", რითიც კვლავ დაადასტურა დევნილთა ფუნდამენტური უფლებები, უპირველესად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.