|
2016-09-01 13:06:40, 794 ნახვა
პოლიტიკა
იოსებ მაკრახიძე მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იოსებ მაკრახიძე თბილისის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრეს-სამსახურმა აცნობა, მაჟორიტარობის კანდიდატმა საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, მთავრობის მიერ განსახორციელებელ პროექტებსა და საკანონმდებლო ცვილილებებზე ისაუბრა. „ქვეყნისა თუ ქალაქის სიძლიერე მოსახლეობის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით განისაზღვრება. დღეს ჩვენს წინაშე დგას უმუშვრობის პრობლემა, რომელსაც ბოლო 4 წელია საქართველოს ხელისუფლება ებრძვის. ჩემთვის პრიორიტეტულია ჩემს ქალაქში მეტი სამუშაო ადგილის შექმნა. კერძო სექტორის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა უმუშევრობის პრობლემის დასაძლევად“,-აღნიშნა იოსებ მაკრახიძემ. გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, თენგიზ ხუბულური კი სოფელ ქვეშის მოსახლეობას შეხვდა და არსებულ პრობლემებს გაეცნო. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს სოფლის განვითარების საკუთარი ხედვები გაუზიარა. “მიმდინარე წლის სექტემბერში სოფელში ევროპული სტანდარტების საბავშვო ბაღი გაიხსნება. მოსახლეობას აღარ მოუწევს ბავშვების ახლომდებარე სოფლების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ტარება“, - აღნიშნა თენგიზ ხუბულურმა. (NS)
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)