|
2016-09-01 12:56:32, 1902 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: ამ ხელისუფლების ყველაზე მკაცრი მაკონტროლებელი ვარ
საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, სამართლიანობა პირველ რიგში „ქართული ოცნების" გუნდს მოეთხოვება, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილის სახით ძალიან კარგი ლიდერი ჰყავს. ამის შესახებ ივანიშვილმა GDS-ის ახალ გადაცემაში განაცხადა, სადაც სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და აჭარის რეგიონის მედიის შეკითხვებს პასუხობს. ივანიშვილის თქმით, როგორც მოქალაქე, ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს მთავრობის საქმინობას, რომ რაიმე უკანონო ქმედება არ განახორციელონ: "ეს სტანდარტი დარჩა. სამართლიანობის აღდგენაზე ძალიან ბევრი გაკეთდა საქართველოში და ძალიან დიდი მოთხოვნა და ყურადღებაა მთავრობის ყველა წევრზე, ჩემი მხრიდანაც, და საზოგადოებაც ამას უყურებს, რომ პირველ რიგში მათ დაიცვან კანონი. არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვან, საკუთარი თანამდებობა გამოიყენონ სათავისოდ. ის, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი ვეღარ აღწევს, სასამართლო ჯიბეში ჩაიდოს, ივანიშვილის პატიმრები, ტყვეები, ათასი ტერმინი შემოიღეს, ამ დროს, კანონთან მაიგივებენ. კანონმა დაიწყო ქმედება, კანონს ძალა მიეცა.ეს მოიტანა ამ გუნდმა და ეს მიაჩნიათ, რომ მე ვმართავ. არა, მე არ ვმართავ, კვირიკაშვილი მართავს და ძალიან წარმატებულად მართავს, მაგრამ იგივე სტანდარტებითა და მეთოდებით. მე, როგორც მოქლაქე, ვარ ამ ხელისუფლების კონტროლი, ყველაზე მკაცრი კონტროლი",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)