ივანიშვილი: "რუსთავი 2"-ში არჩევნებამდე 3-4 თვით ადრე მენეჯმენტის შეცვლა არასასურველია, რადგან ამას ევროპასა და ამერიკაში ვერ გაიგებენ
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, პოლიტიკურად არასასურველია, რომ არჩევნებამდე 3-4 თვით ადრე, "რუსთავი2"-ში მენეჯმენტი შეიცვალოს. ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე "რუსთავი2"-ის ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.