00:34 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 14:37:06, 626 ნახვა

პოლიტიკა
ნუგზარ წიკლაური: ივანიშვილის მხრიდან მიუკერძოებელ სასამართლოზე საუბარი არარეალურია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური სასამართლო ხელისუფლების შესახებ ყოფილი პრემიერის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დღეს მოსამართლეები ბიძინა ივანიშვილის მითითებებს ასრულებენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ წიკლაურმა განუცხადა, ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა, პირადად, ივანიშვილის პატიმრები არიან და ამას ყოფილი პრემიერის გარდა, მთელი მსოფლიო აღიარებს.

„არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ ვთვლით, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური პატიმრები არიან, არამედ რაც უფრო მნიშვნელოვანია, ასეთი დამოკიდებულება ევროპულ სასამართლოსაც აქვს და ამ საკითხზე კონკრეტული გადაწყვეტილებებიც იქნა მიღებული. გიგი უგულავასთან, ბაჩო ახალაიასთან და ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით ამერიკისა და სხვადასხვა ევროპული სახელმწიფოს მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა. საუბარი იმაზე, რომ მთელ მსოფლიოს სურს ეს ადამიანები პოლიტიკურ პატიმრებად გამოიყვანონ, ამას არავინ დაიჯერებს. რეალობა არის ასეთი, რომ ეს ადამიანები პოლიტიკური პატიმრები არიან და ბიძინა ივანიშვილის გარდა, ამას მთელი მსოფლიო ეთანხმება.

 ჩვენ ყველამ ვნახეთ „რუსთავი 2“-ისა და მიხეილ სააკაშვილის საქმეებთან დაკავშირებული მოსამართლეები და რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესებია. საუბარი სასამართლოს მიუკერძოებლობაზე საუბარი ზედმეტია. ივანიშვილის სიტყვები, რომ სასამართლო ძველი მმართველობისგან გათავისუფლდა მიუთითებს, რომ ივანიშვილის სურვილი იყო არა თავისუფალი სასამართლო, არამედ მის მითითებებს დაქვემდებარული მესამე ხელისუფლების ყოფნა. ცხადად ვხედავთ, რომ ეს სწორედ ასეც არის“, - განაცხადა წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ GDS-ის  ახალ გადაცემაში  საქართველოს  ყოფილმა  პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დღეს სასამართლო ხელისუფლების კონტროლისგან სრულიად თავისუფალია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics