|
2016-09-01 13:35:31, 787 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი: ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ჩემი საყვარელი რეფორმა იყო და ის უნდა გაგრძელდეს
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა GDS-ის ახალ გადაცემაში, სადაც სტუმრის სტატუსით მონაწილეობს, მთიან აჭარაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. ერთ-ერთ პრობლემად მთის სოფლებში გამგებლის შტატის გაუქმება და ბუნებრივი რესურსების აუთვისებლობა დასახელდა. ივანიშვილის თქმით, ადგილობრივი თვითმმართელობის რეფორმა არათუ გაგრძელდება, უფრო გაღრმავდება კიდეც. ამასთან, ივანიშვილმა აჭარაში ტურიზმის ასაღორძინებლად საჭირო გზებზე ისაუბრა: "ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა ჩემი საყვარელი რეფორმა იყო და ის უნდა გაგრძელდეს და გაღრმავდეს აუცილებლად. ადგილებზე მართვა უნდა ვისწავლოთ. არ გაუქმდება, პირიქით. ყველა კურორტი, ყველა მთა უნდა გამოვიყენოთ. ნავთობზე ფასის ვარდნამ დროებით შეაფერხა ენერგეტიკის სამინისტრო, თუმცა ეს გადალაგდება და ჩვენ აუცილებლად ჩვენი ენერგორესურსი უნდა ავითვისოთ. ყველა ჰესი აუცილებლად აშენდება და აშენდება უახლოეს პერიოდში. ყველა კურორტი და ყველა მთა უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ტურიზმისთვის. ამით აჭარა მდიდარია.აჭარის მთის ყველაზე დიდი სიმდიდრე კი, ხალხია",-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)