|
2016-09-01 13:10:20, 819 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: ვარშალომიძე ტელევიზიებში არ ჩნდება და რა უნდა ერთი თქვას
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი “GDS”-ის გადაცემაში აჭარაში წინასაარჩევნოდ არსებულ სიტუაციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველამ მშვენივრად იცის თუ ვინ მიაღწევს რეგიონში წარმატებას. „მე დავით ბერძენიშვილის, დავით თარხან-მოურავსა და ლევან ვარშალომიძეს შორის გამოკვეთილ ლიდერს ვერ დავასახელებდი - სამივე ერთი დონისაა. ვარშალომიძე ტელევიზიებში არ ჩნდება და რა უნდა, ერთი თქვას. ვარშალომიძე ამბობს, რომ აჭარა გაჩერებულია და კითხეთ, რა გაკეთდა მის დროს. ზოგადად, ის პოლიტიკოსებიც კი, რომლებსაც არჩევნებზე განაღდებული აქვთ ბოლო ადგილი, გამოდიან და ამბობენ, რომ გაიმარჯვებენ. ამ მხრივ, რიტორიკას ვერავის დავუწუნებთ. თუმცა, ყველამ მშვენივრად იცის აჭარაში ვინც გაიმარჯვებს“, - განაცხადა ივანიშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეიდან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი GDS-ის ახალ გადაცემაში მონაწილეობას მრავალჯერადად სტუმრის სტატუსისთ მიიღებს. გადაცემას რეგიონებიდან ნათია თოიძე და მიშა ფეიქრიშვილი წაიყვანენ. პირველი გადაცემა დღეს აჭარიდანაა დაგეგმილი. სატელევიზო პროექტის ფარგლებში ივანიშვილი რეგიონულ მედიას შეხვდება. თუმცა, ცნობილია, რომ მედიის გარდა, კითხვების დასმის საშუალება რიგით მოქალაქეებსაც მიეცემათ.
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)