00:34 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 12:57:30, 631 ნახვა

პოლიტიკა
შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მოსახლეობას შეხვდნენ

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  შიდა ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურად შეხვედრებს განაგრძობენ.

როგორც "ექსპრესნიუსს" პარტიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, ქარელის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე სოფლებს-შინდისს, ფხვენისს, ქვემო ხვითისსა და ყელქცეულას ესტუმრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კანდიდატმა მოსახლეობას  სამომავლო გეგმები და თანამშრომლობის საკითხები გააცნო.

 „მე ვიქნები შუამავალი თქვენსა და მთავრობას შორის, მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ ვიყო თქვენი ღირსეული წარმომადგენელი პარლამენტში“,- განაცხადა გიორგი თოთლაძემ.

კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი ამჯერად სოფლების- მირიანისა და ქვემო ხანდაკის მოსახლეობას შეხვდა. მან ამომრჩეველს სამომავლო გეგმები გააცნო და აღნიშნა, რომ დაიცავს საზოგადოების ღირსებას, ინტერესებსა და უფლებებს.

 „იწყება ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი  ყველაზე კარგი პერიოდი, რამეთუ ჩვენმა გუნდა ნამდვილად იცის, თუ რა სურს საზოგადოებას და როგორ უნდა განვითარდეს საქართველო“,-აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა.   

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics