12:25 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-01 13:00:31, 1457 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: უფრო მეტ რჩევებს სააკაშვილს ვაძლევდი, ვიდრე დღეს ამას კვირიკაშვილი საჭიროებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს რჩევებს იმაზე ხშირად აძლევდა, ვიდრე-გიორგი კვირიკაშვილს.

ამის შესახებ ივანიშვილმა GDS-ის  ახალ გადაცემაში განაცხადა,  სადაც სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და აჭარის რეგიონის  მედიის შეკითხვებს პასუხობს.

ივანიშვილის თქმით, გიორგი კვირიკაშვილს რჩევის მიცემა არ სჭირდება:

"რჩევებს უფრო მეტს სააკაშვილს ვაძლევდი,  ვიდრე დღეს ამას კვირიკაშვილი საჭიროებს. კვირიკაშვილი ამას არ იმსახურებს, სააკაშვილი დროებით ცხოვრობს, არათუ კანონებს უსმენს, მაგრამ "ქართული ოცნება" არ არის ჩემთვის დოგმა და რაღაც პარტია, რომელზეც ვოცნებობ და მხოლოდ მას ვუყურებ მუხლებში.ის საუბედუროდ, არის ერთადერთი,  ვისაც შეუძლია ქვეყნის ამ სტანდარტებით მართვა და ამიტომაც ვუჭერ მხარს. თუ "ქართული ოცნება", ისევე როგორც სააკაშვილი თავის დროზე ბევრ რაღაცებში მადლობას მიხდიდა და ვეუბნებოდი- მადლობას ნუ მიხდი, ამას საშენოდ არ ვაკეთებ, სანამ შენ შენი ქვეყნისთვის სასარგებლოდ იქცევი, პოზიტიურად მიგყავს ქვეყანა, მხარში დაგიდგები, ამ სტანდარტებს არ დაიცავს,  მისი  პირველი  მტერი მე ვიქნები",-აღნიშნა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics