„პაშა ბანკი“ ნანა ალექსანდრიას სახელობის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის სპონსორია
„პაშა ბანკის“ გენერალური სპონსორობით 2015 წლის 12-21 ივლისს, ქალაქ ფოთში ჩატარდა მსოფლიოს საჭადრაკო სამყაროს ლეგენდარული მოჭადრაკის, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონის, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 12-გზის გამარჯვებულის, საერთაშორისო დიდოსტატის ნანა ალექსანდრიას სახელობის ტრადიციული მე-10 საიუბილეო საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი.