|
2015-09-19 18:19:40, 629 ნახვა
საზოგადოება
გიგლა აგულაშვილმა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის ახალი მიდგომების აუცილებლობაზე ისაუბრა
სასტუმრო “ამბასადორში“ ბუნებრივი რესურსების მართვის ოპტიმიზაციის ახალ ხედვებზე იმსჯელეს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის ახალი მიდგომების აუცილებლობაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ ბუნებრივ რესურსების ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით ახალი ხედვა და პრეზენტაცია წარადგინა, რაც საწყისი სააუქციონო ფასის გაანგარიშებას უფრო ეფექტურს გახდის და სამომავლოდ ბუნებრივი რესურსების რაციონალურ მართვასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. შეხვედრაზე ბუნებრივი რესურსების საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრასთან და მის განახლებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა ინიციატივები და მოსაზრებები განიხილეს, რაც ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების ფასწარმოქმნის სწორად და ეფექტურად განსაზღვრას.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)