12:02 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-18 21:46:57, 538 ნახვა

საზოგადოება
რადიო თავისუფლების ოფისთან ანტიჰომოფობიური აქცია გაიმართა

რადიო თავისუფლების ოფისთან ანტიჰომოფობიური აქცია გაიმართა.

 მანიფესტანტების განცხადებით რადიო თავისუფლებამ სიძულვილის ენის შემცველი მოსაზრებების გამოქვეყნებით სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს და ქალებს  შეურაცხყოფა მიაყენა
 აქციის მონაწილეებმა რადიოს მოსთხოვეს  აღნიშნულ პუბლიკაციაში გაკეთდეს მითთება რომ რესპოდენტის მოსაზრებები იყო ჰომოფობიური და სამედიცინო თვალსაზრისით დაუსაბუთებელი. 
 „ რადიოს ვებ გვერდზე გამოქვეყნდა და მოგვიანებით ეთერში გავიდა ექიმ ბაქრაძის ჰომოფობიური და მიზოგინიური დღიურები. ექიმი წედა რომ  ჰომოსექსუალ მოქალაქეებს და გაურკვეველ „მკურნალობას“ უტარებდნენ მათი სექსუალური ორიენტაციის  შეცვლის მიზნით.  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამჯერ კიდევ 1990 წელს ამოიღო ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან. ექიმის მიერ ჰომოსექსუალობის ავადმყოფობად აღქმა, ჰომოფობიაა და იგი შეურაცხყოფას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჰომოსექსუალ ადამიანებს.  ექიმის მოსაზრებები იყო სექსისტური, ქალს წარმოაჩენდა როგორც საცდელ ობიექტს, რომელიც კაცმა უნდა „მოსინჯოს.“ მედიას გააჩნია სოციალური პასუხისმგებლობა არ მოახდინოს ჰომოფობიური და სექსისტური მოსაზრებების ტირაჟირება. ეთიკური და სოციალურად მოტივირებული მედია, პირიქით ცდილობს საზოგადოებაში არსებულ მჩაგვრელი წინასწარგანწყობები ინფორმირებით შეცვალოს, რათა საზოგადოება ნაკლებად მჩაგვრელი და მადისკრიმინირებელი იყოს მოწყვლადი ჯგუფების მიმართ. ეს უწერია კიდეც რადიო <ტავისუფლებას გაშუქების პრინციებში. რადიომ ბოდიში უნდა მოიხადოს!“, – ამბობს არასამთვრობო ორგანიზაცია „თანადგომის“  წარმომადგენელი ბექა გაბადაძე.
როგორც აქციის წევრები ამბობენ, მათ რადიო თავისუფლებიდან არავინ გამოხმაურებიათ.  
აქციის მონაწილეებმა განცხადება, საკუთარი მოთხოვნებით მისაღებში დატოვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics