|
2015-09-19 16:01:00, 680 ნახვა
საზოგადოება
ფოთი საყოველთაო დასუფთავების აქციას შეუერთდა
ფოთის მუნიციპალიტეტი საყოველთაო დასუფთავების აქციას - "დავასუფთათ საქართველო, დავასუფთაოთ მსოფლიო" შეურთდა. ფოთის მერიის ინფორმაციით, დასუფთავების აქცია მალთაყვის უბანში, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო. აქციაში ააიპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური კვლევის თანამშრომლები, მწვანეთა პარტიის წარმომადგენლები და მოხალისეები ჩაერთნენ. "დავასუფთაოთ მსოფლიო" (Clean Up TheWorld), რომელიც 1992 წელს დაფუძნდა გაერო-ს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით და ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, აერთიანებს მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, სასწავლო დაწესებულებებს და ცალკეულ პირებს. კამპანიაში 134 ქვეყანა მონაწილეობს. საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა და რიგით 121-ე ქვეყანაა, რომელიც დატანილია მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე. აღსანიშნავია, რომ საქართველო უკვე მე-6 წელია მონაწილეობს მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გარემოსდაცვით კამპანიაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)