|
2015-09-19 16:59:42, 726 ნახვა
საზოგადოება
ანა დოლიძემ სოციალური სამართლიანობის თემაზე სემინარი ჩაატარა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე „საქართველოს პროგრესული ფორუმის“ ფარგლებში გამართული სემინარის მონაწილე სტუდენტებს სოციალური სამართლიანობის თემაზე ესაუბრა. ფორუმში საქართველოს მასშტაბით შერჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ. პროექტის ორგანიზატორი კი „საქართველოს პროგრესული ფორუმი“ და ფრიდრიხ ებერტის ფონდია. ანა დოლიძემ სტუდენტებთან შეხვედრისას თავდაცვის სამინისტროს საქმიანობაში სოციალური სამართლიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ახალგაზრდებთან დისკუსიაც გამართა. „სოციალური სამართლიანობის იდეა ძალიან მნიშვნeლოვანია სამინისტროს საქმიანობაში. ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესში მნიშვნელოვანია ვალდებულებებისა და სიკეთეების სამართლიანი გადანაწილება. ამ იდეაზე ვისაუბრე დღეს პროგრესული ფორუმის ფარგლებში. საინტერესო დისკუსია გაიმართა. სასიამოვნო იყო სამინისტროს იდეების პროგრესული ახალგაზრდებისთვის გაზიარება. იმედი მაქვს, მსგავსი შეხვედრები კიდევ გვექნება“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ. საქართველოს პროგრესული ფორუმი ნატახტარში, სასტუმრო „ვანილა სქაი“-ში 18 სექტემბრიდან იმართება და 21 სექტემბრამდე გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)