|
2015-09-19 09:44:26, 690 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს თანამშრომელმა ბიატლისა და ტრიატლის მსოფლიო ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოიპოვა
18-20 სექტემბერს ბათუმში მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლსა და ტრიატლში ტარდება. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატში 67 სპორტსმენით მონაწილეობს. ნაკრების ერთ-ერთმა წევრმა, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომელმა გიორგი ბერძენიშვილმა ჩემპიონატის პირველივე დღეს ტრიატლის მიქს ესტაფეტაში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლსა და ტრიატლში საქართველოში პირველად, თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის, საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდის და ტრიატლონის ეროვნულ ფედერაციის ორგანიზებით იმართება. სამი დღის განმავლობაში ბათუმს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 7-დან 70-წლამდე ასაკის 400 მონაწილეზე მეტი ეწვევა. მონაწილეები სპორტის ორ სახეობაში ბიატლსა და ტრიატლში იასპარეზებენ. ბიატლი მოიცავს ცურვას და სირბილს, ხოლო ინოვაციური სპორტი - ტრიატლი სამი დისციპლინისაგან შედგება: სირბილი, ცურვა და ლაზერული პისტოლეტიდან სროლა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)