12:30 - 22 Oct, 2026
|
2015-09-19 13:18:41, 746 ნახვა
საზოგადოება
სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი სამი დღით ჩაკეტა
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, 19, 20 და 21 სექტემბერს საქართველოსთან ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე გადასასვლელი პუნქტები დაიკეტება. ოსური მედიის ცნობით, შეზღუდვა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის 25 წლისთავს უკავშირდება. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიებების პერიოდში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიზნით, 19, 20 და 21 სექტემბერს დროებით შეწყდება მოქალაქეთა გაშვება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარზე“, - ნათქვამია ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებაში. ე.წ. საზღვარზე მიმოსვლა 22 სექტმებრიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)