|
2015-09-19 09:39:08, 577 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში გენდერული თანასწორობის თემაზე ტრენინგები დაიწყო
შსს-ს აკადემიაში, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის (UNWOMEN) ორგანიზებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მსმენელებისთვის გენდერული თანასწორობის თემაზე საპილოტე ტრენინგები დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, ტრენინგების გახსნას საქართველოში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ერიკა კვაპილოვა დაესწრო. სწავლების კურსს შსს-ს აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი და გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის ინსტრუქტორი ირინა ჟვანია უძღვებიან და მსმენელებს გენდერის, გენდერული თანასწორობის და გენდერული პოლიტიკის საკითხებს აცნობენ. აღნიშნული მოდული პატრულ-ინსპექტორთა და უბნის ინსპექტორთა მომზადების სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებშია შესული. ოთხი საპილოტო ტრენინგის ჩატარების შემდეგ, შსს-ს აკადემია საკუთარი რესურსებით გააგრძელებს ამ სასწავლო კურსის განხორციელებას. სწავლების მიზანია საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი აქტების გაცნობის საფუძველზე, კანონის წინაშე თანასწორობისა და დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმის დაუშვებლობის შესახებ მომავალი პოლიციელების ცოდნის გაღრმავება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)