დავით უსუფაშვილი: პოლონეთი, შვედეთი და დანია დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია
„პოლონეთი, შვედეთი და დანია დარწმუნებულები არიან, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია და ისინი ამ გზაზე სიარულში დაგვეხმარებიან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა დანიის, პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან მარტინ ლიდერგორდთან, გჟეგოჟ სხეტინასთან და მარგოტ ვალსტრომტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.