|
2015-07-21 17:01:59, 517 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე დგას ოკუპანტის ჯარი, რომლისთვისაც პროვოკაციების მოწყობა იოლია
„საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე ისტორიული სამართლიანობის საპირისპიროდ, დგას ოკუპანტის ჯარი, რომლისთვისაც პროვოკაციების მოწყობა იოლია“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ევროპაში კედლები ყოფილა აღმართული, რომლებიც ადამიანებს და სახელმწიფოებს ჰყოფს. თუმცა, პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსა და ევროპის ისტორიიდან ცნობილია, რომ ნებისმიერი ასეთი ძალადობრივად აგებული კედელი, ადრე თუ გვიან ინგრევა. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ გამყოფ ხაზთან მიმდინარე პროცესებს მშვიდად დააკვირდებიან. „ეს ადამიანები გლობალური მშვიდობის სადარაჯოზე დადგნენ. ჩვენ ქვეყანას ვანვითარებთ როგორც თანემდრო დემოკრატიულ და ევროპულ სახელმწიფოს, ეს განვითარება ყველა მიმართულებით ხორციელდება. ვავითარებთ ჩვენს ქვეყანას პასუხისმგებლიანად და როგორც გლობალური უსაფრთხოების, პასუხისმგებლიანი მოთამაშე, ჩვენ გვჯერა, რომ უახლოეს მომავალში ის სიკეთე, რომელსაც სხვა სახელმწიფოებთან ერთად ვქმნით გლობალური უსაფრთხოების სახით, კიდევ უფრო მნიშვნელოვნად დაუბრუნდება ჩვენს სახელმწიფოს.სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიაზეც, სამწუხაროდ და ისტორიული სამართლიანობის საპირისპიროდ დგას ოკუპანტის ჯარი.ჯარი, რომლისთვისაც იოლია ყოველდღიუარდ გაუგებარი მიზეზების გამო, პროვოკაციის მოწყობა და უმტკივნეულეს საკითხზე, რომელიც ითითოეულ ჩვენს მოქალქეს შეეხება, თამაში.იქნება ეს სრულიად უკანონო და ისტორიული ლოგიკის საწინააღმდეგო მავთულხლართების გავლებით, თუ იქნება ეს ყოველგვარი შინაარს მოკლებული ბანერების გადაწევა გადმოწევით. ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი. ევროპაში ყოფილა აღმართული კედლები, რომლებიც ადამიანებს და სახელმწიფოებს ჰყოფს.მაგრამ ჩვენ ჩვენი და ევროპის ისტორიიდან ვიცით, რომ ნებისმიერი ასეთი ხელოვნური და ძალდობრივად აგებული კედელი, ადრე თუ გვიან ინგრევა. ჩვენ მშვიდად რაციონალურად და ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს და ვიქნებით საქართველოშიც იმ სტაბილურობის და იმ სიმშვიდის შექმნელი და გარანტი, რომელიც ისტორიულად აბსოლუტურად გვეკუთვნის ჩვენ და რომლის დადგომაშიც წვლილი შეგვქვს“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის სასახლეში სამხედროებთან შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც დაესწრნენ.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)