|
2015-07-21 17:19:06, 459 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: ნებისმიერი ასე ძალდობრივად აგებული კედელი, ადრე თუ გვიან ინგრევა
„ევროპაში ყოფილა აღმართული კედლები, რომლებიც ადამიანებს და სახელმწიფოებს ჰყოფს, მაგრამ ისტორიიდან ვიცით, რომ ნებისმიერი ასეთი ხელოვნური და ძალდობრივად აგებული კედელი, ადრე თუ გვიან ინგრევა“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, გამყოფ ხაზთან მიმდინარე პროცესებს მშვიდად დააკვირდებიდან და საქართველოში სტაბილურობისა და სიმშვიდის გარანტი იქნებიან. „ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი. ევროპაში ყოფილა აღმართული კედლები, რომლებიც ადამიანებს და სახელმწიფოებს ჰყოფს.მაგრამ ჩვენ ჩვენი და ევროპის ისტორიიდან ვიცით, რომ ნებისმიერი ასეთი ხელოვნური და ძალდობრივად აგებული კედელი, ადრე თუ გვიან ინგრევა. ჩვენ მშვიდად, რაციონალურად და ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს და ვიქნებით საქართველოშიც იმ სტაბილურობის და იმ სიმშვიდის შექმნელი და გარანტი, რომელიც ისტორიულად აბსოლუტურად გვეკუთვნის ჩვენ და რომლის დადგომაშიც წვლილი შეგვქვს“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. პრეზიდენტის სასახლეში სამხედროებთან შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელიც დაესწრნენ. საქართველოს პრეზიდენტმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ჩამობრძანებისთვის და გამყოფი ხაზის ტერიტორიაზე ჩასვლისთვის მადლობა გადაუხადა. „ბატონო პრეზიდენტო, მადლობა საქართველოში ჩამობრძანებისთვის და იმისათვის, რომ პირადი ინიციატივცით იმყოფებოდით იქ, სადაც ირღვევა საერთაშორისო სამართლის ლოგიკა, ირღვევა ისტორული სამართლიანობა. იმყოფებოდით გამყოფი ხაზის ტერიტორიაზე და მინდა დაგარწმუნოთ, მომავალშიც საქართველო, როგორც ევროპის ნაწილი და ევროკავშირი, როგორც დღეს ყველაზე განვითარებული და თანემდორვე კავშირი სახელწმიფოებისა, გააგრძელებს ერთად მოძრაობას და ჩვენი მიზანი და ისტორიული მისია, რომ საქართველო ბუნებრივად დაუბრუნდეს ვეროპულ ოჯახს და თავისუფალ გაერთიანებას, აცულებლად შედგება“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)