ზაქარეიშვილი: შევარდნაძეს, სააკაშვილს აფხაზეთზე წარმოდგენები ჰქონდათ, დღევანდელ ხელისუფლებას, ასე მკაფიოდ გამოკვეთილი არ აქვს
„ედუარდ შევარდნაძეს, მიხეილ სააკაშვილს თავისი წარმოდგენები ჰქონდათ აფხაზეთზე, დღევანდელ ხელისუფლებას ასე მკაფიოდ გამოკვეთილი არა აქვს“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში განაცხადა.