2015-07-22 12:29:21, 366 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: პრეზიდენტი რომ პრეზიდენტი გახდა, ივანიშვილის დამსახურებაა, რომელიც მას წინასაარჩევნო პერიოდში ბავშვივით დაატარებდა
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახი კალაძის შეფასებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისე საუბრობს, თითქოს "ქართული ოცნების" გუნდის წევრი არაა. ამ კომენტარით კალაძე გიორგი მარგველაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრეზიდენტი მთავრობას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, დაპირებას ახსენებს.
კალაძის მტკიცებით, ყველა საარჩევნო დაპირება სრულდება.
"პრეზიდენტი ისე საუბრობს, თითქოს ამ გუნდის წევრი არ იყოს. პრეზიდენტი რომ დღეს პრეზიდენტი გახდა, ეს არის იმ გუნდის დამსახურება, რომელსაც "ქართული ოცნება" ჰქვია და პირადად ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ბავშვივით დაატარებდა პრეზიდენტს მთელი წინასაარჩევნო პერიოდი. რაც შეეხება დაპირებას, ყველა დაპირება, რაც იყო გაცემილი სრულდება. რაც შესრულების პროცესშია, აუცილებლად შესრულება და ამ მიმართულებით პრობლემ არაა",-განაცხადა კახი კალაძემ.
რაც შეეხება საარჩევნო სისტემის ცვლილებას, კალაძის თქმით, სარჩელი საკონსტიტუციოში იყო შეტანილი და ამ მიმართულებით პარლამენტი მუშაობს:
"განხორციელდება ის ცვლილება, რომ სარჩელი იქნეს დაკმაყოფილებული. იცით, რომ 2020 წლისთვის კონსტიტუციაში მოხდება ცვლილება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის ის რეფორმები, რომლებიც განვახორციელეთ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და პლუს ეს საარჩევნო სისტემა იქნება დიდი წინ გადადგული ნაბიჯი",-აღნიშნა კახი კალაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობას ერთ-ერთ წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს. როგორც მარგველაშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა, "ქართული ოცნების" დაპირება იყო, რომ მაჟორიტარული სისტემა უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემით შეცვლილიყო.
" "ქართული ოცნების" საარჩევნო დოკუმენტებში ნათლად იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ უნდა შეცვლილიყო მაჟორიტარული სისტემა და უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემა უნდა შეგვექმნა. მეტიც, არა ერთი ჩემი მეგობარი და კოლეგება, რომლებიც დღეს ჩვენი უმრავლესობის რიგებშია, გმირულად, სხვათაშორის, თავისი სიცოცხლის რისკის ფასად წლების განამვლობაში იბრძოდა ამ მიმართულებით ცვლილებებისათვის. ამ თვალსაზრისით, არიან იქ ადამიანები, ინდივიდები, ვინც ამას აკეთებენ და აგარეთვე პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც, როგორ პოლიტიკურ პარტიებს, ამ მიმართულებით თავიანთი პოზიცია აქვთ დაფიქისრებული.საქართველოს პრეზიდენტის ამდინისტრაციამ ამ თვალსაზრისით, შექმნა ძალიან საინტერესეო შესაძლებლობა და ფორუმი არასაპალრამენტო ოპოზიციური პარტიებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, იმ ჯგუფებისთვის, ვინც ამ საკითხზე პოლიტიკურად მუშაობს და ამ ფორმატის მეშვეობით მისცა შესაძლებლობა ამ ჯგუფებს, დაეფიქსირებინათ ერთიანი პოზიცია, ხედვა, მომავალი ცვლილებების, რომელიც მნიშვნელოვანია უფრო სამართლიანი საარჩევნო სისტემის ჩამოსაყალიბებლად საქართველოში",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
კითხვაზე- რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება 2016 წლის არჩევნებისთვის არ მოხდება, პრეზიდენტმა ასე უპასუხა: "რამდენად სამართლიანია, რომ სამართლიანობას გადავდებთ, არ ვიცი".
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან