|
2015-07-21 18:23:41, 486 ნახვა
პოლიტიკა
ირინე იმერლიშვილი: გამყოფ საოკუპაციო ხაზთან ტუსკის ჩასვლა, ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ირინე იმერლიშვილის შეფასებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის კონფლიქტის ზონაში ჩასვლა საქართველოს ძალიან დიდი მხარდაჭერის გამოხატულება იყო. იმერლიშვილი ამ ფაქტს ევროინტეგრაციისკენ საქართველოს მიერ კიდევ ერთ წინა გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. „ტუსკის ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ეს პროცესები უკვე დაწყებული იყო და მიმდინარეობდა. მან მათი მოქმედებები ერთმნიშვნელოვნად პროვოკაციულად შეაფასა. მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო მისი ჩასვლა გამყოფ საოკუპაციო ხაზთან, სადც თვითონ მოინახულა ეს ყველაფერი. დღეს, 21-ე საუკუნეში საქართველოს პრეზიდენტმა ბერლინის კედელსაც კი შეადარა იქ გამყოფი ხაზი. შესაბამისად, მას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის, რომ ეს იყო მისი პირადი ინიციატივა ჩასულიყო და თავად ეხილა ჩვენი საოკუპაციო ხაზი, იქ მიმდინარე პროვოკაციები. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ევროინტეგრაციისკენ“,-განაცხადა ირინე იმერლიშვილმა. ამასთან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვის განცხადებას, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. საზღვრის გაძლიერებას გააგრძელებს, იმერლიშვილი ასე გამოეხმაურა: „თიბილოვის განცადებას, რომ გააგრძელებენ საოკუპაციო ხაზის გამაგრებას, მთელი ცივილიზებული სამყარო აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, არანაირი სამართლებრივი ძალა არ აქვს იმ ხელშეკრულებებს, რომელიც დადებულია რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ხელისუფლებებთან. ამიტომ, არც საერთაშორისო თანამეგობრობა, არც საქართველო არ აღიარებს ამას და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.ყველა ცალსახად აფასებს ამას, როგორც პროვოკაციას“,-აღნიშნა ირინე იმერლიშვილმა. ცნობისთვის, ვროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი კონფლიქტის ზონაში ჩავიდა და საზღვრის გადმოწევის ადგილი დაათვალიერა. ტუსკი ხურვალეთსა და წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)