17:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 17:30:29, 454 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი ტუსკს: თქვენს წინაშეა ქართული ჯარი, რომელმაც საქართველო თანამედროვე კაცობრიობის სრულფასოვან წევრად შექმნა

„თქვენს წინაშეა ქართული ჯარი, რომელმაც საქართველო თანამედროვე კაცობრიობის  სრულფასოვან წევრად შექმნა“, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს  პრეზიდენტის სასახლეში  ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის  რესპუბლიკაში  საქართველოს სამშვიდობო  კონტინგენტთან  შეხვედრის დროს.

მისივე თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალები სწორი და ადეკვატური კრიტერიუმებით შეიქმნა და ისინი საქართველოს სახელმწიფოს პირნათლად ემსახურებიან.

„ბატონო პრეზიდენტო, თქვენს წინაშეა ქართული ჯარი, ჯარი, რომელთა წინაპრებიც ათეულობით საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ და აძლიერებდნენ იმ პატარა ქვეყანას, სადაც იმყოფებით, ჯარი რომელსაც უპირისპირდებოდნენ ისტორიის განმავლობაში უდიდესი იმპერიები, უდიდესი არმიები, მაგრამ ჯარი, რომელმაც შეძლო და საუკუნეების განმავლობაში გაიტანა და თანამედროვე კაცობრიობის სრულფასოვან წევრად შექმნა ჩვენი სამშობლო საქართველო. ამ შეიარაღებული ადამიანის წინაპრები, რომლებიც დღეს თანამედროვე იარაღით არიან შეიარაღებული, მათ წინაპრებს და მათაც ზურგს უძლიერებს ყველაზე სტრატეგიული იარაღი, ეს არის ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი, რომელიც მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის იბრძოდა და არც ერთ მომენტში ფარხმალი არ დაუყრია. ასევე იყო სულ რამდნეიმე ათეული წლის წინ, როდესაც ხელახლა აღდგა და შედგა ქართული სახელმწიფო. პირველი, რაც ჩვენ შევქმენით, ეს არის თანამედროვე არმია, შეიარაღებული ძალები, ადამიანები, რომლებიც პირნათლად ემსახურებიან ჩვენს სამშობლოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე ჩვენი შეიარაღებული ძალები შეიქმნა სწორედაც რომ ყველაზე სწორი და ადეკვატური კრიტერიუმებით. ეს იყო გაძლიერება ჩვენი უნარების, მხედრული ღირსების და ამავე დროს, ისევე როგორც ნებისმიერ თანამედროვე ქვეყანას, ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის გვაქვს დაყენებული ამოცანა, არა მარტო საქართველოს დაცულობის, არამედ იმ გლობალური პასუხისმგებლობის, რომელიც ნებისმიერ თანამედროვე და დემოკრატიულ და მომავალში მომზიმარ ერს ხდის ცივილიზებული სამყაროს ნაწილად“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამასთან, მარგველაშვილის განმარტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სერიოზული მუშაობის შედეგად, საქართველო ნატო-ს სამიტზე ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და ნატოს ჯარებთან ყველაზე თანხვედრ ქვეყნად მიიჩნიეს.

„ბატონო პრეზიდენტო, ის ხალხი, რომელსაც თქვენ ხედავთ და მათი კოლეგები, თავიდანვე ბალკანეთში, სპარსეთის ყურეში და ავღანეთში ევროკავშირის თანემბრძოლებთან ერთად, აფრიკაში იცავენ გლობალურ სტაბილურობას და ამ თავდადებული შრომით, თავის სამშობლოს აძლიერებენ. არაერთი ჩვენი თანამემამულე და გმირი დაიღუპა ამ მნიშვნელოვან მისიებში. მე ქედს ვიხრი მათ წინაშე და მადლობას ვუხდი იმ დაუღალავი შრომისთვის, რომლებსაც ეწევიან გლობალური მშვიდობის დაცვისთვის. თქვენს წინაშე მდგარი ადამიანებისა და მათი კოლეგების ძალიან სერიოზული მუშაობის, ვაჟკაცობის შედეგად, საქართველო მიჩნეულ იქნა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად და ნატოს ჯარებთან ყველაზე თანხვედრ ქვეყნად, სწორედ შარშან ნატოს სამიტზე“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ევროკავშირის მისიის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტიგენთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე სამხედროებს სიტყვით საქართველოსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართეს. გიორგი მარგველაშვილმა დონალდ ტუსკს რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე წარუდგინა, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის მისიაში ყოფნისას. ქვეყნის პირველმა პირმა სამ სამხედროს სამახსოვრო საპრეზიდენტო ვერცხლის მედალიონიც გადასცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics