პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მედიის სტაბილურობა სახელმწიფოს დემოკრატიული ფუნქციონირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია
„მედიაში მიმდინარე პროცესები კვლავ არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით, გარემო თვისობრივად გაუმჯობესდა, ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მედიაში მიმდინარე პროცესებმა არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“,-ამის შესახებ პრეიზდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განაცხადა.