„საკეკლუცოდ და მეტიჩრობისთვის მე ვერ წავიდოდი, კონკრეტული თემისთვის ჩვენ შევთანხმდით, რომ შედგება ნატო-საქართველოს კომისია, მათ შორის რუმინეთში, რომელიც მთავრობას იანვარში დააკომპლექტებს და უფრო კონკრეტულად ჩამოყალიბდება ჩვენი თანამონაწილეობის საკითხზე. ეს საკითხი იქნება თებერვალში განხილული“,-ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ელენე ხოშტარიას კითხვას თუ რატომ არ მიიღო მან მონაწილეობა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალზე.