03:21 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 15:53:40, 1084 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
თაქთაქიშვილი: პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის დასრულებამდე ვაკანტური უნდა იყოს

ყრილობამ არ უნდა აირჩიოს პარტიის თავმჯდომარე, რამდენადაც ახლა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს და ეს თანამდებობა სიმბოლურად უნდა იყოს ვაკანტურად დატოვებული ამ პოლიტიკური დევნის დასრულებამდე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს დაწყებამდე განაცხადა.

თაქთაქიშვილის თქმით, ის ყრილობაზე მივიდა, რათა დააფიქსიროს ის პოზიცია, რაც  მხარდამჭერების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს.

„დღევანდელი პოლიტსაბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი, არ ყოფილა შემთხვევა, რომ მხარდამჭერებს ასე აინტერესებდეს რა გადაწყვეტილებას მიიღებს პოლიტსაბჭო. მე აქ მოვედი იმისთვის, რომ გამოვთქვა ის პოზიცია, რაც აქვს ჩვენი მხარდამჭერების აბსოლუტურ უმრავლესობას. ისინი მხარს უჭერენ იმას, რომ იყოს დიდი,7000 კაციანი ყრილობა, დელეგატების შერჩევის პროცესი იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული და არ იყოს შესაძლებლობა გარკვეული მანიპულაციების. ასევე, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ ყრილობამ არ უნდა აირჩიოს პარტიის თავმჯდომარე, რამდენადაც ახლა მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ეს თანამდებობა სიმბოლურად უნდა იყოს ვაკანტურად დატოვებული ამ პოლიტიკური დევნის დასრულებამდე“,- აღნიშნა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, "ნაციონალური მოძრაობისთვის" პარტიის ერთიანობის დემონსტრირება მნიშვნელოვანია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტიის ერთიანობის დემონსტრირება და სწორედ ამის დემონსტრირება იქნება ის გადაწყვეტილება, რომ ჩვენ შევთანხმდებით 7 000 კაციან ფართომასშტაბიან ყრილობაზე, როდესაც არავის დარჩება იმის ეჭვი, რომ ხდება სპეციალურად მცირე ყრილობის მოწვევა, რომ არ იქნეს ასახული ჩვენი მხარდამჭერების პოზიციები”, - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს ყრილობა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics