|
2016-12-01 15:21:55, 2227 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
გიორგი ჩოგოვაძის აზრით, ტურისტული გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ უნდა მიიღონ
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორის გიორგი ჩოგოვაძის შეფასებით, ძველ თბილისში ტურისტული გადასახადის დაწესების შესახებ გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ უნდა მიიღონ. როგორც ჩოგოვაძემ რამდენიმე დღის წინ, პარლამენტში გაჟღერებული ამ ინიციტივის კომენტირებისას განაცხადა, მსოფლიოში გადასახადების აკრეფის სხვადასხვა მოდელი არსებობს, რასთან დაკავშირებითაც გარკვეული ანალიზი უკვე გააკეთეს. ჩოგოვაძის აზრით, სანამ პროექტის შინაარსი ბოლომდე გააზრებული არ იქნება, ამ თემაზე გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ: „მსოფლიოში სხვადასხვა მოდელი არსებობს და ეს გადასახადების აკრეფის ერთ-ერთი მოდელია. ამ მოდელს ვსწავლობთ და გარკვეული ტიპის ანალიზი უკვე გაკეთებული გვაქვს.თუმცა ამ მომენტისათვის არ ვფიქრობთ, რომ ასე საჩქაროდ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. ყველანაირ აქტივობას ვაკეთებთ იმისათვის, რომ დამატებითი ტურისტები მოვიზიდოთ და მოვხსნათ ყველანაირი ბარიერი, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ტურისტებს გადაწყვეტილების მიღებაში, რომ საქართველოში იმოგზაურონ. უფრო მეტიც, ჩვენ ვამარტივებთ სავიზო რეგულაციებს. ვაპირებთ , განვაახლოთ ის პროგრამები, რომლებიც თუნდაც ღვინის ჩუქებას გულისხმობს აეროპორტში. ამ ეტაპზე შესაბამისად, სანამ ბოლომდე გააზრებული არ იქნება ამ პროექტის შინაარსი, არ ვფიქრობთ, რომ სასწრაფო გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული“,-აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)