03:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 12:57:26, 1614 ნახვა

ეკონომიკა კომენტარი
სოსო არჩვაძე: ონლაინ სესხების გაცემის აკრძალვა, საბაზრო ეკონომიკისა და ბიზნესის თავისუფლების იდეას არ ეწინააღმდეგება

ეკონომიკურ საკითხებში ექსპერტი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ ონლაინ სესხების გაცემის აკრძალვის იდეა საბაზრო ეკონომიკისა ადა ბიზნესის თავისუფლების იდეასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. როგორც არჩვაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ხელისუფლებამ  მოქალაქეების  ძირეული ეკონომიკური ინტერესები უნდა დაიცვას.

ექსპერტის შეფასებით, მოქალაქეების ინტერესები ხელაღებით ილახება მაშინ, როცა საბაზრო ეკონომიკის პირობებში, მზარდი ხასიათი მიიღო სავახშო სესხებმა, რომელთა პროცენტი  საბაზრო ურთიერთობების  მქონე განაკვეთს მნიშვნელოვნად აღემატება:

„კონკრეტიკას, ალბათ, ეროვნული ბანკი და მთავრობა ერთობლივი მუშაობის შემდეგ გაგვაცნობენ,  მაგრამ მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს თავისი მოქალაქეების დაცვა  არა ამრტო გარე მტრისაგან, არა მარტო სტიქური უბედურებების და ფორსმაჟორული გარემოებების დროს, არამედ მათი ძირეული ეკონომიკური ინტერესების დაცვა, როდესაც მათი უფლებები და ინტერესები  ხელაღებით ილახება იმასთან დაკავშირებით, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სულ უფრო მზარდი ხასიათი მიიღო სავახშო სესხებმა, როცა პროცენტი მნიშვნელოვნად აღემატება საბაზრო ურთიერთობების მქონე განაკვეთს. არ მოდის არაფერი წინააღმდეგობაში საბაზრო  ეკონომიკის და ბიზნესის თავისუფლების იდეასთან“,-განაცხადა სოსო არჩვაძემ.

არჩვაძის თქმით, კომერციულ ბანკებში პროცენტი შედარებით დაბალია. მისივე აზრით, რეგულირების ერთ-ერთი მიმართულება უნდა იყოს ის, რომ კომერციული ბანკებისგან სესხების გაცემა მაქსიმალურად გამარტივდეს:

„ბევრი კომერციული ბანკია და საკრედიტო დაწესებულებების რაოდენობა მიკროსაფინანსოების ჩათვლით, შეიძლება 100-მდეც ავიდეს. კომერციულ ბანკებში პროცენტი შედარებით დაბალია. ამიტომ, რატომ მიმართავს ადამიანი ინტერნეტ ბანკის სესხებს როცა არსებობს კომერციული. ალბათ რეგულირების ერთ-ერთი მიმართულება უნდა იყოს ის, რომ მაქსიმალურად გამარტივდეს კომერციული ბანკებისგან სესხების გაცემა, რომ არ აღმოჩნდეს ადამიანი ისეთ კაბალურ დამოკიდებულებაში, ოდესაც მას მოუწევს აღებულ სესხზე ერთჯერადად მეტი თანხის დაბრუნება“,-აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

რაც შეეხება ე.წ. ლარიზაციის გეგმას, სოსო არჩვაძის განცხადებით,  კარგად დასაფიქრებელია, მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ  თუ რა პოზიტიური და ნეგატიური შედეგები შეიძლება მოუტანოს საზოგადოებას:

„მეორე საკითხია, საიდან მოხდება ამ სახსრების გამოძებნა და ბანკისთვის პოტენციური მოგების ანაზღაურება.ისინი კომერციული დაწესებულებები არიან და მათი ქმედება გათვლილია მოგებაზე. ეს თუ მოხდება ბიუჯეტის ხარჯზე გარკვეული სუბსიდირებით, ეს ერთი საკითხია, მაგრამ გამოდის  მთლიანი საზოგადოების ძალისხმევით და ბიუჯეტში შეტანილი თანხების საფუძველზე  გარკვეული სოციალური ჯგუფისთვის კეთდება გამონაკლისი, საკმაოდ საჩოთირო გადაწყვეტილებაა, ამას კიდევ უნდა დაფიქრება, რა პოზიტიური და ნეგატიური შედეგები შეიძლება მოუტანოს მთელ საზოგადოებას“,-განმარტა სოსო არჩვაძემ.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკთან ერთად მთავრობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს ამზადებს, რომლის მიხედვითაც, ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება.

ე.წ. ლარიზაციის გეგმის ფარგლებში კი დოლარში აღებული სესხის ლარში გადატანას 33 ათასი მსესხებელი შეძლებს,ისინი, რომლებმაც  ურავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხორული ვალუტით გაცემული   კრედიტი  2015 წლის 1 იანვრამდე აიღეს.

აქედან 31 მსესხებელს სრულად მოიცავს, ხოლო 2 ათას მსესხებელს - ნაწილობრივ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics