20:43 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
დოლიძე: კარგი გაგებით უჩვეულო პოლიტიკური რეალობაა ქვეყანაში, როდესაც ყოფილ ოპოზიციონერს მთავრობაში ეპატიჟებიან

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატი ვიქტორ დოლიძე პრემიერრ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი კვირიკაშვილს გამოხატული ნდობისთვის მადლობას უხდის.

კვირიკაშვილი: საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია

„საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ამოცანები" - ამ სახელწოდების ყოველწლიური კონფერენცია, რომლის ჩატარებას საქართველოს მთავრობასა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმას შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს, თბილისში დღეს გაიხსნა.

ნიკა გვარამია: ვიმედოვნებთ, ეს იქნება ყველაზე მასშტაბური სამოქალაქო პროტესტი

„რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი უზენაესი სასამართლო, ტელეკომპანიის იურისტების  სარჩელს არ დააკამყოფილებს, მასშტაბურ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

ნიკა მელია: ირაკლი კობახიძე, რბილად, რომ ვთქვათ „ქართული ოცნების“ დეფექტს წარმოაჩენს

პარლამენტის თავმჯდომარე, განვმეორდები და ვიტყვი, ქართული ოცნების“ რბილად, რომ ვთქვათ „დეფექტს“ წარმოადგენს“,-ასე შეაფასა  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძე: ვისურვებდი, 4 წლის თავზე ნაკლებ რადიკალიზმს და მეტ სიმართლეს საქართველოს პარლამენტში

ვისურვებდი, 4 წლის თავზე ნაკლებ რადიკალიზმს და მეტ სიმართლეს საქართველოს პარლამენტში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერი: საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება პირველი რიგის ამოცანა არ არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადება არ არის პირველი რიგის ამოცანა და ეს დაახლოებით ერთწლიანი პროცესია.

ადა მარშანია: ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა, მაინცდამაინც არ მომწონს

"ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა, მაინცდამაინც არ მომწონს”, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ განაცხადა.

ხოშტარია დეპუტატებს: თქვენ დადეთ ფიცი არა კონსტიტუციის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე

„კარგად იცით თქვენ, რომ ეს არჩევნები არ ყოფილა სამართლიანი, ყველაზე კარგად იცით, თუ როგორ მოისყიდეთ, როგორ დააშინეთ  ადამიანები და ასე მოიპოვეთ ეს ხმები“, - ამის შესახებ „ნაციონალური  მოძრაობის“ წევრმა ელენე ხოშტარიამ მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რაც ნაკლებად ახსენებენ „ნაციონალები“ საკუთარ პარტიას ჯოჯოხეთის კონტექსტში, მით უფრო ნაკლებად გაახსენდებათ მოქალაქეებს მძიმე წარსული“

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკური  სისტემის კონსოლიდაცია არის ის მიზანი, რომელიც მხოლოდ ერთი პარტიის ძალისხმევით ვერ მიიღწევა.

კობახიძე: მიხარია, რომ „ნაცმოძრაობის“ დიდი ნაწილი ემიჯნება გეგმას, რომლის ჩაშლაზე ასე დანანებით საუბრობს სააკაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით,  „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე პასუხისმგებლობას იღებს. კობახიძის თქმით, ყველა განცხადება კონკრეტულ ფაქტებსა და ინფორმაციებს ეფუძნებოდა.

ირაკლი კობახიძე: მედია გარემოს ფუნდამენტური გაუმჯობესება ჩვენი მიღწევაა და ამის დათმობას არ ვაპირებთ

„მკაფიოდ განვაცხადე, რომ სასამართლოში განიხილება  ეს საკითხი და  რა თქმა უნდა  სასამართლოს გადასაწყვეტია  ეს კონკრეტული დავა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირმა ნადირაშვილის კითხის საპასუხოდ განაცხადა, - თუ რის გაკეთებს აპირებს პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე, რომ შენარჩუნებული იყოს ქვეყანაში ყველაზე  კრიტიკული მედია საშუალება „რუსთავი 2“.

ირაკლი კობახიძე: მზად ვარ, საპარლამენტო საქმიანობაში აბსოლუტურად ნეიტრალური ვიყო

პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე ამწუთებში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

ირაკლი კობახიძე: უმთავრეს ამოცანად მესახება პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია

არჩევის შემთხვევაში, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს დიდი ნდობა გავამართლო და ვემსახურო ჩვენს ხალხსა და ქვეყანას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირმა ინაშვილი: ჩვენი მთავარი ფუნქციაა ქართველი ხალხის ხმა გავახმოვანოთ

„ჩვენ არ გვაქვს გადაწყვეტილების მიღების საშუალება პარლამენტში, ჩვენი მთავარი ფუნქცია იქნება ვიყოთ ქართველი ხალხის ხმა  და გავასაჯაროვოთ ყველა საკითხი რაც ადამიანებს აწუხებს“,-ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გერნერალურმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა ირმა ინაშვილმა მეცხრე მოწვევის პარლამენტის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ნარჩემაშვილი: პრეზიდენტმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ კონსტიტუციას ცვლილება სჭირდება

პრეზიდენტმა ძალიან მკაფიოდ თქვა, შეიძლება ცოტა რბილადაც, რომ კონსტიტუცია არის სერიოზულად ხარვეზიანი კონსტიტუცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.

იან კელი: სულმოუთქმელად ველოდებით თანამშრომლობას ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან

ჩვენ სულმოუთქმელად ველოდებით თანამშრომლობას ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics