პრემიერი: ევროპის ბევრი ქვეყანა სწავლობს მაგალითს, როგორ ვახერხებთ მშვიდობიან თანაცხოვრებას ქრისტიანები და მუსულმანები
"საქართველოში მცხოვრები მუსლიმანები არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი ხართ, არამედ თქვენ ხართ ხიდი ისლამურ სამყაროსთან, რაც გლობალიზაციის პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მუსლიმთა თემს, რომელსაც იფთარზე უმასპინძლა.